მსოფლიო ვერცხლი

Home კატეგორიის გარეშე მსოფლიო ვერცხლი
მსოფლიო ვერცხლი

ქართულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ კიდევ ერთი ისტორია დაწერეს – მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენლები კვარცხლბეკზე პირველად დადგნენ.

მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა-ბერულავა პირველ ადგილზე მყოფ მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინის წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენები თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობენ, ოქროს იმედიც გვქონდა. თუმცა, აჯერად ჩვენს წყვილს პროგრამა ისეთი არ გამოუვიდათ, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ. მხოლოდ 138.96 ქულა, რაც პირად რეკორდთან (148.07) ახლოსაც ვერ მივა. მეტიც, თავისუფალ პროგრამაში სულაც მეოთხე შედეგი აჩვენეს, მაგრამ მოკლე პროგრამაში იმდენად წინ იყვნენ, ვერცხლის მედლები მაინც მოიპოვეს.

დღეს საქმეში რითმული ცეკვების წარმომადგენლები ჩებმებიან. მოკლე პროგრამას ჩვენგან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი იასპარეზებს. აი, ქალები კი მედლებს გაითამაშებენ. შეგახსენებთ, ანასტასია გუბანოვა ფინალში მეექვსე ადგილით გადავიდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.