footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმიზე. მისი დაწერისკენ ფრანგულ გამოცემას ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მიერ გავრცელებულმა ცნობამ უბიძგა. ალვარესი ამტკიცებს, რომ მაროკოელს „რეალში’’ დაბრუნება უნდა.
ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით მართალია ჰაკიმის პსჟ-სთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და გუნდში მნიშვნელოვანი როლიც აკისრია, მაგრამ მადრიდული და პარიზული კლუბების კარგი ურთიერთობა იმედს აძლევს, რომ ოცნებას აიხდენს. მისი ოცნება კი „რეალში’’ თამაში ყოფილა.
ახლა საინტერესოა რას იტყვის პსჟ. აპირებს კი შეელიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს და თუ შეელევა, რა ფასად.
გამოცემა სპორტი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ „რეალმა’’ პრიორიტეტად მარჯვენა მცველის შეძენა დაისახა. დანი კარვახალის კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადა ეწურება, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის დონეში კი პროგრესის მიუხედავად „ლოს ბლანკოსის’’ ხელმძღვანელებს ეტყობა მაინც ეპარებათ ეჭვი.
ამ ფონზე ჰაკიმის შეძენა დიდებული ნაბიჯი იქნებოდა, მითუფრო, რომ „რეალში’’ უკვე თამაშობს მისი ყოფილი თანაგუნდელი კილიან მბაპე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
