2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა უსუსურად, უსახელოდ და უხარისხოდ დაასრულა.
ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ტაქტიკა თავიდანვე კონტრშეტევებზე ააგეს და უკვე 25-ე წუთზე რუსევისა და კრასევის გოლებით იგებდნენ.
თამაშის გადასარჩენად ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი მოხსნა და მის ნაცვლად საქმეში შემტევი გიორგი ქვილითაია ჩართო, მაგრამ მხოლოდ მატჩის მიწურულს ლუკა ლოჩოშვილის გოლის გარდა ვერაფერს გამოვრჩით.
მთლიანობაში კი რა ვთქვათ?! – მხოლოდ ეს თამაში არა, მთლიანად შესარჩევი ეტაპი ჩავაგდეთ. ზედიზედ მეორედ. საინტერესოა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
