შეკრება 12 ფეხბურთელით

Home კატეგორიის გარეშე შეკრება 12 ფეხბურთელით
შეკრება 12 ფეხბურთელით

ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

10 ნოემბერს ჩვენებმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშეს. სულ 12 ფეხბურთელი იყო: დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით უკვე 11 ნოემბერს იქნება.

შეგახსენებთ, ჩვენს გუნდს დააკლდებიან გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე – რივე ტრავმირებულია. მათ ნაცვლად სანიოლმა შეკრებაზე გიორგი ქვილითაიას („არის ლიმასოლი“) და შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“) უხმო.

საქართველო 15 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ ესპანეთთან ითამაშებს, 18 -ში კი ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.