სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის იდენტურად მიმავალი გზა NBA-ს მერვე მატჩში გაიყო. თუ აქამდე ორივე ქართველის გუნდი ერთად იგებდა და ერთად აგებდა, დღეს დილით „ტორონტომ“ მოიგო, ხოლო „ორლანდომ“ წააგო.
კანადელებმა საკუთარ მოედანზე მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ ეთამაშა და 128:100 გაიმარჯვა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 15 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით შეეწია.
მამუკელაშვილმა შვიდიდან სამი ორქულიანი და ხუთიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ერთადერთი დადკარგვა ჰქონდა. ქულების მიხედვით სანდრო გუნდში მესამე იყო, ხოლო პლუს-მინუსით საუკეთესო.
გოგა ბითაძის „ორლანდო“ კი „ატლანტა ჰოუკსთან“ დამარცხდა – 112:127. გოგამ მოედანზე 13 წუთი გაატარა. მისი მონაგარი მწირი იყო – 4 ქულა, 4 მოხსნა 2 პასი. თუმცა, რაც ისროლა ყველაფერია ჩააგდო – ერთი ორქულიანი და ორი საჯარიმო. სადღეისოდ „ტორონტოს“ ოთხი მოგება და ოთხი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ სამი მოგებითა და ხუთი მარცხით მე-12 ადგილზე.
მომდევნო მატჩს „ტორონტო“ „ატლანტასთან“ ითამაშებს, ხოლო „ორლანდო“ – „ბოსტონთან“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
