გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ერთნაირად მიდიან.
დღეს, გამთენიისას, ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივემ წააგო.
სადღეისოდ, „ორლანდოსაც“ და „ტორონტოსაც“ ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ – თითო მოგება და სამი მარცხი. „ორლანდო“ ამჯერად ფილადელფიაში დამარცხდა – 124:136. ბითაძე ამჯერად 14 წუთი ათამაშეს, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. პლუს-მინუსის მაჩვენებელი კი ბითაძეს +7 ჰქონდა, რაც გუნდში მეორე შედეგი იყო.
საერთოდაც, „ორლანდოდან“ სულ სამი კალათბურთელი დარჩა პლუსში. ბითაძის გუნდი 30 ოქტომბერს დეტროიტს ესტუმრება.
„ტორონტო“ სან ანტონიოს ესტუმრა და 103:121 წააგო. სანდრომ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა: 5 ქულა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. მამუ თითოჯერ ისროლა ორქულიანიც დად სამქულიანიც და ორივე ზუსტი იყო, ორი საჯარიმო კი ააცილა. სანდროს პლუს-მინუსის მაჩვენებელი კი -4-ია. „ტორონტო“ მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს „ჰიუსტომ როკეტსთან“ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
