ის რა ჩხუბია, რომელშიც ცხვირი არავის გაუტყდებაო

Home სიახლეები ის რა ჩხუბია, რომელშიც ცხვირი არავის გაუტყდებაო
ის რა ჩხუბია, რომელშიც ცხვირი არავის გაუტყდებაო

Adrien Rabiot has been dismissed by OM and his coach Roberto De Zerbi. Johnny Fidelin/Icon Sportორიოდ დღის წინ, ადრიან რაბიოს „მარსელიდან’’ გაგდების შემდეგ ფრანგული კლუბის ესპანელმა პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ დიპლომატიური ფრაზების ძებნით თავი არ შეიწუხა. მან პირდაპირ თქვა, რომ ის რაც „რენთან” 0:1 წაგების შემდეგ გასახდელში მოხდა გაუგონარი, აგრესიული, სასტიკი და ზღვარგადასული საქციელი იყო. ლაპარაკია ვეტერანი ნახევარმცველის ჩხუბზე ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან.

გუშინ ლუქსემბურგში მდებარე მაუწყებლის RTL-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა რაბიოს დედასა და მრჩეველს ვერონიკს, რომელმაც თქვა, რომ კლუბის შეფასების არ სჯერა.

„რას ნიშნავს განსაკუთრებული ძალადობა? არავინ დაშავებულა, საავადმყოფოში არავინ წაუყვანიათ, ცხვირი არავისთვის გაუტეხავთ, ტუჩი არავის გასკდომია. არც ნაკერები და არც არც გაცდენილი სამუშაო საათები. მაშ როგორ დავიჯერო, რომ ის რაც მოხდა განსაკუთრებული ძალადობა იყო?’’, – თქვა მადამ რაბიომ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით ინციდენტის დროს გასახდელში მწვრთნელი და კლუბის სპორტული დირექტორი მეჰდი ბენატია იმყოფებოდნენ.

„ნუთუ იქ სასტიკი ჩხუბი გაიმართა და მასში არავინ ჩაერია?’’, – კითხულობს ფეხბურთელის დედა.