საბოლოოდ გადაწყდა, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ ჟოაო ნევეშის გამოხდომის გამო დაისჯება. საქმე ეხება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარკ კუკურეიას თმის დაქაჩვას და მართალია ხსენებული შეჯიბრების რეგულაციებში წერია, რომ გაძევების გამო ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია სხვა შეჯიბრებაში არ უნდა მოიხადოს, პორტუგალიელს სწორედ ასე მოუწევს: მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და ამ ორი თამაშიდან პირველი უეფას სუპერთასის მატჩია „ტოტენჰემ ჰოთსპურის’’ წინააღმდეგ, ხოლო მეორე საფრანგეთის ჩემპიონატის ანუ ლიგა 1-ს პირველი ტურის შეხვედრა „ნანტთან’’.
„პარიზიენი’’ შეგვახსენებს, რომ 174 სანტიმეტრი სიმაღლის ნახევარმცველი გასულ სეზონში ბრწყინვალედ თამაშობდა. ის პარიზში ერთი წლის წინ გადაბარგდა „ბენფიკადან’’ და რაც დრო გადის ახალ გუნდში სულ უფრო მეტად მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება. პორტუგალიელი „ფრანს ფუტბოლმა’’ „ოქროს ბურთის’’ 30 ნომინანტს შორის მოახვედრა და მართალია ყველამ იცის, რომ ჯილდოს ვერ მოიგებს, მაგრამ ეს უკვე დიდი აღიარებაა.
და ვინ ითამაშებს მის არყოფნაში? სავარაუდოდ, ლუის ენრიკე ნევეშის ნაცვლად უორენ ზაირ-ემერის დაეყრდნობა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
