„ლივერპულმა“ და გიორგი მამარდაშვილმა მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარეს. ინგლისის ჩემპიონებმა ამჯერად იაპონიაში, „იოკოჰამასთან“ ითამაშეს 3:1 მოიგეს.
ბუნებრივია, ჩვენი თვალთახედვა მამრდასკენ იყო მიპყრობილი. ჩვენმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოსკენ ერთი ისეთი დარტყმული მოიგერია, მეტოქემაც რომ ტაში დაუკრა. „იოკოჰამას“ იმ გოლში კი მამრდა უცოდველი იყო, მეტოქე მასთან პირისპირ დარჩა.
მეტი რა? გიორგის კონკურენტმა ალისონ ბეკერმა მოსამზადებელი შეკრება პირადი მიზეზებით დატოვა და ბრაზილიაში წავიდა. ამ ფაქტმა კი „ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი ცოტა არ იყოს გაანაწყენა. კლუბის პრეს სამსახურს უთხრა, შეკრების დატოვება და შინ წასვლა არ შეიძლება, თუმც მესმის რომ ალისონს პირადი მიზეზები ჰქონდაო… ჰოდა, მამარდამაც 90 წუთი ითამაშა. ქართველი მეკარე „ლივერპულში“ პირველობას უახლოვდება!
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
