„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლიონს’’ 3:1 მოუგო და დაუმარცხებელი მატჩების რაოდენობა თხუთმეტამდე გაზარდა. ცხადია პარიზელთა გუნდი ლიგა ერთის ლიდერია. ეს პარიზში „პარკ დე პრენსზე’’ მოხდა, სადაც სტუმრების ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა ― მან ჯანლუიჯი დონარუმას ბურთი თავზე გადაუგდო, რის მერეც ის ბადიდან გამოიტანა და შეეცადა სწრაფად მიეტანა მოედნის ცენტრში (ანგარიში გახდა 2:1). დინარუმამ მიქაუტაძისთვის ბურთის გამოგლეჯვა სცადა. „ლიონის’’ თავდამსხმელი წაიქცა. ატყდა გაწევ-გამოწევა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მიქაუტაძე იტალიელთან მივიდა და შეურიგდა. ამ ეპიზოდში მსაჯმა ორივე გააფრთხილა.
მიქაუტაძემ მოედანი 66-ე წუთზე დატოვა. ქართველის ნაცვლად მოედანზე მისი მთავარი კონკურენტი ალექსანდრ ლაკაზეტი შევიდა.
Flashscore-ის შეფასებით გიორგიმ 7.1 ქულა დაიმსახურა, ხოლო whoscored-ის შეფასებით – 7.0. ეს ორი საიტი სტატისტიკის მიხედვით მსჯელობს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ გიორგის ქულა ყვითელმა ბარათმა დააკლო.