„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ვიხილეთ სეზონის პირველი პოკერიც და სადებიუტო გოლებიც.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ლიდერთა სამეულმა უდანაკარგოდ გაიარა ეს ტური: „დილამ“ „სამტრედიას“ მოუგო (3:2), „ტორპედომ“ – „გაგრას“ (3:0), ხოლო „იბერიამ“ – „კოლხეთს“ (6:2).

ტურის გმირი „იბერიის“ 25 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომელმაც ფოთის „კოლხეთს“ 4 გოლი გაუტანა (ორი პენალტით) და პოკერი შეასრულა.

ეროვნულ ლიგაში პირველად გამოიჩინა თავი თბილისის „დინამოში“ ახლახან გადასულმა საქართველოს ნაკრების გამოცდილმა 32 წლის მცველმა საბა კვირკველიამ. ჯამში კი ეს საბასთვის მე-14 მატჩი გახლდათ შინაურ ჩემპიონატში (12 – „გაგრაში,“ 2 -„დინამოში“).

სადებიუტო ბურთები გაიტანეს „თელავის“ სერბმა დეიან გეორგიევიჩმა და ბრაზილიელმა ანდრე მენსალაომ,  „ბათუმის“ ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ. „იბერიის“ მაისურით მეტოქის კარი პირველად დალაშქრა თორნიკე ახვლედიანმა.

„სამტრედიას” ფორვარდმა დანიელ ოვუსუმ თავისი გუნდი „დილასთან“ 36-ე წამზე დააწინაურა. თუმცა ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გოლი არ ყოფილა. მანამდე, უფრო ადრეული  (28-ე წამზე) მე-16 ტურში, 24 მაისს გაგრელმა მათე ვაწაძემ გაუტანა „ტორპედოს.”

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს ჩემპიონობის ოდინდელი პრეტენდენტები, „ბათუმი“ და „დინამო“ შეხვდნენ, თუმცა წლეულს ისინი ვერაფრით დაიკვეხნიან. საინტერესოა, რომ ბათუმმა ბოლო 13-დან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

დილა 3:2 სამტრედია

0:1 ოვუსუ (1), 1:1 ანდრონიკაშვილი (45 პენ), 2:1 ვაუტერი (45+1), 3:1 სანაგრე  (88), 3:2 ლოპესი (90+1 საკ. კარში)

კოლხეთი 2:6 იბერია

0:1 კოხრეიძე (6 პენ), 1:1 აბუაშვილი (19), 1:2 მამაგეიშვილი (32), 2:2 მელქაძე (44), 2:3, 2:4 კოხრეიძე (48, 64 პენ), 2:5 ახვლედიანი (70), 2:6 კოხრეიძე (75)

გაძევება: ერაძე (69) – კოლხეთი

სამგურალი 2:2 თელავი

0:1 გეორგიევიჩი (24), 1:1 აბულაძე (52), 1:2 მენსალაო (57), 2:2 ჩიხლაძე (90+5)

გაძევება: ჯერალდო (90+11) – სამგურალი

გაგრა 0:3 ტორპედო

0:1 სანდოხაძე (45+2), 0:2 ელიტონ ჟუნიორი (57), 0:3 იონსენი (55)

ბათუმი 1:1 დინამო

1:0 ბალბურდია (28), 1:1 კვერკველია (81)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა291610350:2358
იბერია 199929184763:4158
ტორპედო29176649:3457
ბათუმი29129835:3345
დინამო29911931:3238
სამგურალი29871439:4131
კოლხეთი296121137:4830
გაგრა29751725:4326
სამტრედია295111329:4926
თელავი29591523:3724

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 16, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 13