ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ილქაი გიუნდოგნმა, როგორც ჩანს, ბოლოჯერ უკაპიტნმა – 19 აგვისტოს „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, რომელსაც „ბუნდესგუნდში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი 19 გოლი და გაკეთებული 9 საგოლე პასი, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სანაკრები კარიერის დასრულების შესახებ. სიამაყით ვიხსენებ გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 82 თამაშს. 2011 წელს, ბუნდესგუნდში დებიუტის შემდეგ, ვერ წარმოვიდგენდი, ამდენი შეხვედრის ჩატარებას თუ მოვახერხებდი.
ამ ხნის მანძილზე ჩემთვის განსაკუთრებული პატივი საშინაო ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კაპიტნობა იყო – ვფქრობ, გერმანელები ამაყობდნენ ჩვენი თამაშით, ხოლო ის ფაქტი, რომ ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე კიდევ უფრო მაბედნიერებს“, – დაწერა გიუნდოგანმა სოციალურ ქსელში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
