არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნახევარმცველ პაულო დიბალას 2024 წლის კოპა ამერიკაზე გამოუძახებლობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, არგენტინელებმა ტურნირის ფინალში კოლუმბიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი კი 112-ე წუთზე თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.
„დიბალა ჩემთვის განსაკუთრებული ბიჭი იყო და გული მწყდება, რომ ტურნირზე ვერ წავიყვანე”.
დიბალამ გასული სეზონი „რომაში“ გაატარა. მის ანგარიშზე 39 მატჩი, 16 გატანილი გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
არგენტინა კოპა ამერიკაზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა. მათ ახლა 16 მოგება აქვთ კონტინენტურ ტურნირზე. მეორე ადგილს ურუგვაი იკავებს 15 ტიტულით, სამეულს ბრაზილია ცხრა ტიტულით ასრულებს.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
