პირველი 30 წამის განმავლობაში პანიკა იყო, შემდეგ კი ნათლად გამოჩნდა, რომ იტალია ალბანეთს სჯობდაო, წერს calciomercato და დასძენს, რომ როგორც სხვა ფავორიტთა შეხვედრებში, საბოლოოდ აქაც გაუგებარი დარჩა გამარჯვებული გუნდი მართლა ძლიერი იყო თუ მოწინააღმდეგე შეხვდა ძალიან სუსტი.
შემდეგ იტალიური საიტი წერს, რომ „სკუადრა აძურამ” უფრო მეტი იწვალა ვიდრე გერმანიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ.
იტალიელთა და ალბანელთა შეხვედრის გადამწყვეტ ეპიზოდებში კარგად თუ ცუდად თავი „ინტერის” ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. 30-ე წამზე ფედერიკო დიმარკომ აუტიდან… მოწინააღმდეგე ნედიმ ბაირამის ჩააწოდა ბურთი და მან ალბანელები დააწინაურა, შემდეგ კი მე-11 და მე-16 წუთებზე ალესანდრო ბასტონიმ და ნიკოლა ბარელამ თამაში ევროპის მოქმედ ჩემპიონთა სასარგებლოდ მოატრიალეს.
calciomercato წერს, რომ იტალიას ასეთი თამაში ესპანეთთან არ გამოადგება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
