მაილს ლუის-სკელის ოჯახი „უემბლიზე’’ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია: „არსენალის’’ ჭაბუკმა ვარსკვლავმა თომას ტუხელს იმედი გაუმართლა და ეროვნულ გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ეს ინგლისისა და ალბანეთის ნაკრებთა შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მარცხენა მცველმა ჯუდ ბელინგემის ჩინებული პასით მეკარე თომას სტრაკოშას კარში გოლი შეაგდო. ამრიგად, ლუის-სკელი გახდა ინგლისის ნაკრების 155 წლიან ისტორიაში უმრწემესი გოლის...
ჭდე: ალბანეთის ნაკრები
ტირანაში ორივეს მოგება უნდოდა
ტირანაში, „ეარ ალბანიაზე’’ B1 ჯგუფის შეხვედრას ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული არ ჰყოლია: 0:0. ბოლო ტურის წინ ჩეხებს 8 ქულა აქვთ, ალბანეთსა და საქართველოს კი – 7. უკრაინა, რომელმაც ბათუმში 1:1 ითამაშა, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. საბოლოო ცხრილში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ბოლო ტურში 19 ნოემბერს გაირკვევა. ტირანული მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი პირველ ტაიმში...
საქართველომ ოქტომბერში ყველაფერი წააგო
ერთა ლიგის „ბ” დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთს დაუხვდა. სატურნირო ცხრილიდან გამოდინარე, ვილი სანიოლის გუნდს მოგება სჭირდებოდა. თუმცა, სამი ქულა მეტოქეს გავატანეთ… ფრანგმა სპეციალისტმა ხუთმცველიან ტაქტიკას „უღალატა” და მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. თავიდან მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და ათიოდ წუთში სამი მომენტი შევქმენით: ბუდუ ზივზივაძემ ვარდნაში ბურთი კარს გადააცილა; ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აუღო;...
სილვინიო: ხელს მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს
ალბანური გამოცემა Panorama საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრის წინ სრულად აქვეყნებს „შკიპერიის’’ ანუ არწივეთის ნაკრების მწვრთნელის სილვინიოს პრეს-კონფერენციას. გთავაზობთ ამონარიდებს ბრაზილიელის ნალაპარაკევიდან. …ქოჩორაშვილი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტაქტიკურად გამართული, ძლიერი გუნდი ჰყავს, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელია. ისინი ხარისხიან კონტრშეტევებს ახორციელებენ. სულ კარისკენ მიიწევენ. რასაკვირველია ქოჩორაშვილი მათთვის...
რამადანი: მე კვარასთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი
საქართველოს ნაკრებმა „ეარ ალბანიაზე” გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთს 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ეროვნული გუნდისა და იტალიური „ლეჩეს” გერმანიაში დაბადებულმა ნახევარმცველმა ილბერ რამადანიმ ადგილობრივ SuperSport-თან ინტერვიუში თქვა: „რთული მატჩი გამოვიდა. მეტოქე 5 ფეხბურთელით იცავდა თავს, რომელთა წინ კი კიდეც 3 ნახევარმცველი იდგა. ამან ჩვენ სირთულეები შეგვიქმნა. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც ასეთი ვართ. დღეს...
სილვინიო: ასეთ მეტოქესთან გათანაბრება ძნელია
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ტირანაში 1:0 მოუგო ალბანეთის ნაკრებს. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ თქვა: „ეს იყო თამაში 50-50-ზე რომლის ბედიც ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ტაქტიკური შეხვედრა გამოვიდა, სადაც მარცხდება გუნდი, რომელიც გოლს უშვებს. საქართველოსნაირ გუნდთან თუ გოლი გაუშვი, ანგარიშის გათანაბრება ძნელია. მათ...
იტალია იყო ძლიერი თუ ალბანეთი სუსტი?
პირველი 30 წამის განმავლობაში პანიკა იყო, შემდეგ კი ნათლად გამოჩნდა, რომ იტალია ალბანეთს სჯობდაო, წერს calciomercato და დასძენს, რომ როგორც სხვა ფავორიტთა შეხვედრებში, საბოლოოდ აქაც გაუგებარი დარჩა გამარჯვებული გუნდი მართლა ძლიერი იყო თუ მოწინააღმდეგე შეხვდა ძალიან სუსტი. შემდეგ იტალიური საიტი წერს, რომ „სკუადრა აძურამ” უფრო მეტი იწვალა ვიდრე გერმანიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ. იტალიელთა და ალბანელთა...
დი ლორენცოს ორმაგი სიხარული
ტირანაში, ალბანეთისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა იტალიამ მოიგო 3:1. ანგარიში მე-16 წუთზე „ემპოლიში” მოთამაშე ალბანელმა ადრიან ისმაილიმ გახსნა, მაგრამ მე-20 წუთზე „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გაქვითა. 25-ე წუთზე „სკუადრა აძურა” „ფრაიბურგის” ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ დააწინაურა და 64-ე წუთზე გრიფომვე შეაგდო მესამე გოლი. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორ იზეიმა გოლი დი ლორენცომ. მან...
იტალია შეიცვალა, მოურინიუ მუხრუჭია
„იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ყველამ განიცადა და მეც ძალიან მეწყინა. საბედნიეროდ, რობერტო მანჩინიმ გუნდის სათავეში დარჩენა გადაწყვიტა. მისი დარჩენა იმას ნიშნავს, რომ პროექტი გაგრძელდება და ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებაც მოვა”, — თქვა საქართველოს ნაკრების კარგმა ნაცნობმა-მეტოქემ იტალიელმა ედი რეიამ, რომელიც ალბანეთის ნაკრებს უდგას სათავეში, ოფიციალურად კი გუნდის ტექნიკური კომისიონერი ჰქვია და დღეს...
ალბანური მაფიის კვალი გამოჩნდა
გახსოვთ, გამოძიება გრანიტ ჯაკას გაფრთხილებასთან დაკავშირებით? ეს გასულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში მოხდა. და აი, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამ ყვითელი ბარათის კვალს ალბანურ მაფიასთან მივყავართ. გაფრთხილების გარშემო რაღაც პატიოსნად რომ არ იყო, თავდაპირველად იმიტომ იფიქრეს, რომ „ელანდ როუდზე” გამართული შეხვედრის („არსენალმა” 4:1 მოიგო) მიწურულს ტოტალიზატორებში შევიდა 52 000 გირვანქა. მავანნი ფსონს ჩამოდიოდნენ, რომ...









