მამუკელაშვილმა მოედანზე 25 წუთი დაჰყო და ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. ჩვენებურმა ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. მამუკელაშვილს პასივში თითო დაკარგვა და პერსონალური ფოლი ჰქონდა. იმ დროში, როდესაც მამუ მოედანზე იყო, „სან ანტონიომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი ჩააგდო, რაც ტეხასელთა რიგებში მეორე მაჩვენებელი იყო.
“მამუკელაშვილი, ოსმანი და კოლინსი ფანტასტიკურები იყვნენ. ეს მათაც ვუთხარი. ბიჭებთან, ვისაც ბევრი დრო არ ეძლევათ, არაერთი კომბინაცია გვქონდა და კარგადაც იმუშავეს. მათ დიდი გზა გაიარეს სეზონის სტარტიდან, რათა აქამდე მოსულიყვნენ და ასეთი თამაში ეჩვენებინათ”, – თქვა მატჩის შემდეგ გრეგ პოპოვიჩმა.
„გოლდენ სტეიტში“ სტეფ კარიმ 33 ქულას 8 პასი წაამატა, „სან ანტონიოს“ შორის კი საუკეთესო მაჩვენებელი დრაფტის პირველ ნომერ ვიქტორ ვემბანიამას ჰქონდა – 32 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება.
„სპურსს“ 18 მოგების წილ 57 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. ტეხასელები საკუთარ ანტირეკორდს უახლოვდებიან – 1996-97 წლების სეზონში პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ 20 მატჩი მოიგო. ტექსასელებს სეზონის ბოლომდე შვიდი თამაში დარჩათ…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
