მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?

Home სიახლეები მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?
მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?

Di Canio: Kvaratskhelia does things reminiscent of last year but it's a lot of smoke and not much fire: he seems frustratedჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” და „ბარსელონამ” ნეაპოლში 1:1 ითამაშეს. ანგარიში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, 75-ზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო. გთავაზობთ ნეაპოლური საიტების ტრადიციულ შეფასებებსა და ქულებს.

calciomercato 5,5 — აქა-იქ რაღაც სცადა, მაგრამ ჯამში კუნდემ საიმედოდ დაკეტა. მოსალოდნელზე ადრე შეცვალეს.

iamnaples 6 — ეს არ იყო ჩვეულებრივი კვარა. რამდენიმე საინტერესო იდეა ჰქონდა, მაგრამ ჯერ ერთი კუნდე კარგად აკონტროლებდა და მეორეც, თუკი მას გასცდებოდა, ორი კაცი დაზღვევაზე იდგა. „ბარსელონამ” ის კარგად შეზღუდა.

areanapoli 6 — მან კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მთლად ხელმოცარულად გამოცხადებასაც არ იმსახურებს, რადგან ძნელია იყო ფენომენი, როდესაც გუნდის თამაში ხელს არ გიწყობს. კარგი იდეები ჰქონდა, ოღონდ აუცილებელია ოსიმენთან პარტნიორობის შეგრძნება დაუბრუნდეს. საბოლოოდ კალცონემ შეცვალა, ის კი გაბრაზდა.

napolipiu 7 — სიტყვიერი შეფასების გარეშე. ამ პორტალმა კვარაცხელიაზე მაღალი ქულა მხოლოდ მეკარე ალექს მერეტს დაუწერა — 8.

tuttonapoli 5 — სივრცე ძალიან შეუზღუდეს, ფეხებში ჩვეულებრივ ურტყამდნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თავადაც ნაკლებ ინიციატივას იჩენდა. ეს იყო საღამო, რომელიც ცუდად დაიწყო და უარესად, მისი მოედნიდან გაყვანით დასრულდა.

calcionapoli24 5,5 — კუნდე კლასიკური განაპირა მცველი არ არის. კვარამ 25-ე წუთზე მისი გატეხვა სცადა, მაგრამ არაუხომ დაუყოვნებლივ დააზღვია თანაგუნდელი. ხვიჩა ცოცხლად მოქმედებდა, მუშაობდა, ცდილობდა კარგად გახსნილიყო, მაგრამ ეს ის კვარაცხელია არ გახლდათ, რომელიც ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მარტი მიიწევდა თერთმეტ მეტოქეზე.

calcionapoli1926 6 — პირველ ტაიმში კვარა იყო ერთადერთი ნეაპოლელი ვინც შეტევაში ცდილობდა რამე ეღონა, მაგრამ თანაგუნდელებს დახმარება არც კი უცდიათ. ისევ მარტო თამაშობდა ყველას წინააღმდეგ. (ცნობისთვის, პორტალმა იგივე სიტყვები დაწერა ვიქტორ ოსიმენის შესახებაც, რომელსაც 7 დაუწერა).