კალათები ცნობილია, წილს პარიზში ჰყრიან

Home დავთარი კალათები ცნობილია, წილს პარიზში ჰყრიან
კალათები ცნობილია, წილს პარიზში ჰყრიან

UEFA unveils UEFA Women's Nations League trophy at finals draw | Inside UEFA  | UEFA.comერთა ლიგის ტურნირი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები უნდა გამოავლინოს ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ცნობილია 2024-2025 წლის სეზონის კალენდარი და კალათები. საქართველოს ნაკრებს თამაში B დივიზიონში მოუწევს, წილისყრა კი, 8 თებერვალს პარიზში გაიმართება და ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეებსაც შევიტყობთ. კალათები კი, ასე შედგა:

A დივიზიონი

I კალათა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები

II დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი

III  შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი

IV  ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია

B დივიზიონი

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი

II  ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია

III  სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო

IV  საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონი

I კალათა: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი

II  აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები

III  ჩრდ. მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი

IV  ბელარუსი, ლიეტუვა ან გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია

uefa nations league theme Descuento online OFF 60%D დივიზიონი

I კალათა: ლიეტუვა ან გიბრალტარი, მოლდოვა

II  მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი

A, B და C დივიზიონებში ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება. D დივიზიონში კი, ორი სამგუნდიანი ჯგუფი. ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირი 2024 წლის შემოდგომით გაიმართება, ხოლო ფლეი ოფები, 2025 წლის მარტში.

A დივიზიონის ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში ითამაშებს.

A და B დივიზიონის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან, ხოლო B, C და D ლიგების გამარჯვებულები აღზევდებიან.

C დივიზიონის ოთხი ჯგუფიდან ორი ბოლოადგილოსანი (რეიტინგის მიხედვით) D დივიზიონში დაქვეითდება.

არის სიახლეც: შესაძლოა, მესამე ადგილზე გასული გუნდის დაქვეითდეს, რადგან ქვედა დივიზიონის მეორე ადგილზე გასულთან ფლეი აუტის მატჩს ითამაშებს.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.