ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს.
მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება.
ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება. „ნაპოლის” უახლოესი თამაში „ლაციოსთან” აქვს 28 იანვარს, რომელშიც მერვედფინალში გამოვარდნილი აფრიკელი ფეხბურთელი ცხადია მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ 4 თებერვალს, „ვერონასთან” ის უეჭველად მწყობრში იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
