საქართველოს თასი მესამედ მოიგო თბილისის „საბურთალომ“ – თასის ფინალში გიორგი მიქაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 1:0 და საქართველოს თასთან ერთად, მომავალ წელს კონფერენციის ლიგის საგზურიც მოიპოვა.

შეხვედრის ბედი არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ირაკლი სიხარულიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

მატჩის ბოლო წუთები დარამატული გამოდგა, ბათუმელები ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ისეთი ამბავი ატყდა, ვიღას ახსოვდა გამარჯვებულის დაჯილოდება…

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება