მადრიდის „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა და მადრიდელთა თავდამსხმელმა ხოსელუმ სოციალურ ქსელებში „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, გავის მხარდასაჭერად ისაუბრეს, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ (3:1) დაშავდა.
ესპანელმა მუხლის ჯვარედინი იოგები, ასევე მენისკი დააზიანა და ტრავმის გამო შესაძლოა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს.
„კონკურენტები და კოლეგები, მაგრამ პირველ ყოვლისა ადამიანები. უფრო ძლიერი დაბრუნდები, მეგობარო. წარმატებები გავის“, – დაწერა კარვახალმა სოციალურ ქსელში.
„მეგობარო, ეს გამარჯვება დამარცხებაზე უარესი იყო. თქვენ ფანტასტიკური ბიჭი ხართ, რომელიც ამას გამბედაობით და სიმამაცით გადალახავს.. ჩვენ ყველანი მხარს გიჭერთ“, – დაწერა ხოსელუმ.
მიმდინარე სეზონში 19 წლის გავიმ ბარსას მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
