შოტლანდიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.
„თბლისში შოტლანდიასთან აქამდე არ წაგვიგია ამ თემაზე საუბარი დღეს რთულია, შესაძლოა, ეს სტატისტიკა ადრე თუ გვიან დასრულდეს. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ მარტის პლეი ოფისთვის კარგად მოვემზადოთ – ამ კუთხით კი ეს ორი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
![]()
ოქტომბრის თამაშები წარმატებით ჩავატარეთ და გუნდში გარემოც საკმაოდ კარგია.
ზურიკო დავითაშვილი შვილს ელოდება და ჩვენ მას არჩევანის საშუალება მივიეცით. როდესაც ვესაუბრე, მითხრა, რომ ეროვნული ნაკრები მისთვის უმნიშვნელოვანესია და გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
სიგუას ტრავმის თაობაზე „ბაზელმა“ შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე გვაცნობა. გაბრიელს აქილევსის მყესი აწუხებს და იძლებული გავხდით, რომ მასზე უარი გვეთქვა.
შოტლანდიის ნაკრები კარგი გუნდია. ეს შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია – ჩვენ პლეი ოფისთვის ვემზადებით, ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის. არა მგონია, მატჩი უგოლოდ დასრულდეს.
გასული სეზონი კვარაცხელიასთვისაც და მისი გუნდისთვისაც გამორჩეული იყო. ზედიზედ ასეთი შდეგის გამეორება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვიჩა თავის ფორმას დაუბრუნდება“.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 16 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
