დილით, NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ ერთი ჩვენიანი ვიხილეთ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბრუკლინ ნეტს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა.
ქართველი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგამ 24.24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ ექვსივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი, ააცილა. 14 ქულა ბითაძისთვის ამ სეზონში სარეკორდოა.
„ორლანდოელთა“ მხრიდან გოგაზე კარგი შედეგი მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა –ფრანც ვაგნერმა 21 ქულით დააგროვა, ხოლო პაოლო ბანკერომ – 19. „ორლანდო“ შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.
მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმაც“, რომელიც „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 36 ქულით 87:123 განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანდროს ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ თამაშობს. თუმცა, დიდი სათამაშო დრო არც ჯანმრთელს ეძლევა…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
სიახლეები18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
სიახლეები17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
სიახლეები11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
