„თბილისის თასის“ სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა იორდანიას 86:69 მოუგო.
მოგებაც არის და მოგებაც – ილიას ზუროსის გუნდმა შოუს ელემენტებიც შემოგვთავაზა და მაყურებელს სასიამოვნო კალათბურთი აჩუქა.
მატჩის მიმდინარეობის მოყოლას აზრი არ აქვს – ჩვენები თავიდანვე დაეფლნენ უპირატესობას და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულით იგებდნენ.
ზუროსმა დასკვნით ნაწილში ექსპერიმენტებს მიმართა, ბოლოს სულაც ის ხუთეული ათამაშა, რომელთაგან ორი მსოფლიოს თასის დაწყებამდე გუნდს დატოვებს.
შთამბეჭდავი იყო სანდრო მამუკელაშვილი – 6-დან 4 სამქულიანი, ჯამში 19 ქულა და 5 მოხსნა. როგორც ყოველთვის ნაყოფიელი თორნიკე შენგელია – 16 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი. გოგა ბითაძე გუნდს 13 ქულით და 3 დაფარებით შეეწია.
ხვალ ჩვენებს ფინალი აქვთ მონტენეგროსთან, რომელმაც თავის მხრივ 81:66 დაამარცხა ირანის ნაკრები.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
