გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, გიორგი მამარდაშვილი მალე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. მისი „ბაიერნში“ გადასვლის ამბავი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
საქმე მარტივადაა: მიუნხენელები, დღესდღეობით ნომერ პირველ მეკარე იან ზომერს 99 პროცენტიანი ალბათობით მილანის „ინტერს“ დაუთმობენ, კონტრაქტს გიორგის გაუფორმებენ. ამ ინფორმაციით უკვე აჭრებულია ევროპული პრესა. ამჟამად, სწორედ მამარდაშვილის აგენტთან მიმდინარეობს მუშაობა და თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია. საუბარია „ბაიერნი“ – მამარდაშვილის 5-წლიან თანამშრომლობაზე.
გიორგი გერმანულ გრანდში პირველი მეკარის სტატუსით გადავა, რადგანაც მანუელ ნოიერი დღეს-ხვალ ფეხზე ოპერაციას გაიკეთებს და მინიმუმ 6 თვეს დაისვენებს, ხოლო 6 თვის მერე რა იქნება, ღმერთმა იცის…
„მილანისა“ და „აიაქსის“ შემდეგ ქართველს ამ დონის გუნდში არ უთამაშია…
გიორგი მამარდაშვილი World Soccer-ის ნოემბრის ნომერში მოხვდა - Primesport.ge