მანჩესტერის სასამართლომ გიგზი გაამართლა

Home კატეგორიის გარეშე მანჩესტერის სასამართლომ გიგზი გაამართლა
მანჩესტერის სასამართლომ გიგზი გაამართლა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ნახევარმცველს, რაიან გიგზს, მანჩესტერის სასამართლომ გოგონების ცემისთვის წაყენებული ბრალი მოუხსნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი ფეხბურთელი ყველა ბრალდებაში არ არის დამნაშავე. შესაბამისად, 31 ივლისს დანიშნული საქმის განმეორებითი განხილვა არ გაიმართება.

49 წლის უელსელს ყოფილი შეყვარებულის, კეიტ გრევილის და მისი დის სხეულის დაზიანებისთვის წაუყენეს ბრალი.

გიგზმა თავი უდანაშაულოდ სცნო, გოგონებთან დაკავშირებულ 2020 წლის 1 ნოემბრის ინციდენტში. მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.