„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

47 წლის ესპანელთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. სპეციალისტი ვალენსიას 2023 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.

ბარახა ფეხბურთელობისას 2000-2010 წლებში, „ვალენსიაში“ თამაშობდა. ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელაც უეფას თასს დაეუფლა.