საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა.
ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში სწრაფად გახსნეს – გიორგი გულიაშვილისა და გიორგი მოისწრაფიშვილის წამოწყებული შეტევა გიორგი წიტაიშვილმა შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა 1:0.
მეორე ტაიმში საბა ხვადაგიანია ზუსტად დაარტყმით ქართველების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოოს რამაზ სვანაძის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კარგი განწყობა შეიქმნა.
საქართველო U21 – კვიპროსი U21 2:0
გოლები: 1:0 წიტაიშვილი (3. მოისწრაფიშვილის პასით), 2:0 ხვადაგიანი (51. წიტაიშვილის პასით).
საქართველო: კუტალაძე (84. ყალიჩავა), საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (60. კაპანაძე), მოისწრაფიშვილი (75. სიგუა), ნ. გაგნიძე (84. შ. ნონიკაშვილი), ლომინაძე (60. ო. მამაგეიშვილი), წიტაიშვილი (84. ლ. ნონიკაშვილი), გულიაშვილი, გაგუა (75. ნ. ხორხელი).
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
