მისი პასების 94,3% თანაგუნდელს მიუვიდა — როდესაც ბურთი სტანისლავ ლობოტკას აქვს, გუნდი მშვიდად არის, ის არ დაიკარგება. ეს ძალიან კარგად მოეხსენება ლუჩანო სპალეტის, რომელმაც სლოვაკი აგერ უკვე მეორე სეზონია „ნაპოლის” ნახევარდაცვის ბურჯად აქცია. ეს ძალიან კარგად იციან ლობოტკას თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმაც, რომლებიც ხედავენ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში „სელტას” ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრება შეიცვალა.

როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ევროპაში მხოლოდ ერთ ნახევარმცველს აქვს „ლობოზე” უკეთესო მაჩვენებელი. ეს გახლავთ „რეალის” გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი. მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელია 95,2%.

93,8 პროცენტი აქვთ „პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელებს დანილო პერეირასა და მარკო ვერატის. „რეალის” ფრანგ ორელიან ჩუამენის შედეგი არის 93,6%.

Stanislav Lobotka of SSC Napoli battles for possession with Nemanja Matic of AS Roma during the Serie A match between SSC Napoli and AS Roma at...