The psychodrama of the so-called experts who "pull feet" at Naples - image 1ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” სერია A-ში თამაშს თამაშზე იგებს და გულშემატკივარს აღაფრთოვანებს, მაგრამ როგორც calcionapoli1926-ის წერილიდან ჩანს, იტალიაში „პარტენოპეელთა” წარმატება ბევრს, მათ შორის ყოფილ ვარსკვლავებსა და ექსპერტებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, აღიზიანებთ. თვალსაჩინოებისთვის ხსენებულ წერილს პირდაპირ ვთარგმნით:

Head coach Luciano Spalletti of SSC Napoli looks on during the Serie A match between US Sassuolo and SSC Napoli at Mapei Stadium - Citta' del...„ისტორიით დავიწყოთ: არსებობს გამოთქმა „დაქაჩე ფეხებზე”, რომელიც მინიონის როლიდან იღებს სათავეს. მინიონი ძველ დროში ჯალათის დამხმარე იყო. როდესაც ადამიანს ჩამოხრჩობა ჰქონდა მისჯილი და ჯალათი მას ჩამოკიდებდა, აგონიისა და ტანჯვის შემცირების მიზნით მინიონი ფეხებზე ქაჩავდა, რათა სიკვდილმისჯილი მალე გამოსალმებოდა წუთისოფელს. დღეს გამოთქმამ „დაქაჩე ფეხებზე” გადატანითი მნიშვნელობა მიიღო და ნიშნავს საძულველი ადამიანის დასამარცხებლად მისთვის რაიმე ცუდის მოწყობას.

თუმცა,  დავესესხოთ გენიალური ნეაპოლელი დრამატურგის ედუარდო სკარპეტას მიერ 1887 წელს დაწერილ პიესას Miseria e Nobiltà, სადაც ავტორი ამბობს: „როგორც ამბობენ, სასურველი სიკვდილი არასდროს მოდის”.

ახლა კი ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ერთი ხნის წინ „ინტერის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჯუზეპე ბერგომიმ თქვა, რომ დღევანდელ სერია A-ში გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად წვალობს, არის „ნაპოლი”. არ გვინდა „ძიას” ვაწყენინოთ, მაგრამ თუ სპორტულ შედეგებს გადავხედავთ და გავითვალისწინებთ ვინ თქვა ეს „ძალიან ბრძნული აზრი”, ასეთი აბსურდული განცხადება საკადრისი არ არის. ბოლოს და ბოლოს ამას ბარის დახლთან მჯდომი ჩვეულებრივი გულშემატკივარი ხომ არ გაიძახოდა.

გასულ კვირაში კი „იუვენტუსის” ვეტერანმა, სატელევიზიო მუმომხილველმა ჯანკარლო მაროკიმ „სასუოლოს” მწვრთნელ ალესიო დიონისის პირდაპირ სთხოვა დაემარცხებინა „ნაპოლი” რათა სკუდეტოსთვის ბრძოლას აზრი დაბრუნებოდა. ჰოდა, მართალი იყო ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე რომ თქვა ვისაც ვის სურს იმას დაჩხავლოს, მთავარია „ნაპოლიმ” თავისი საქმე განაგრძოსო. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ „ნაპოლიმ” საერთოეროვნული მედიის მტრობასაც უნდა გაუძლოს.

მეტსაც ვიტყვით, ცხოვრების კანონი ასეთია: რაც უფრო მეტია შხამი, რომლითაც ისინი არიან სავსე, მით უფრო სასიამოვნოა გამარჯვება. თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვს. ბერგომი და მაროკი ვალდებულები არიან მიუკერძოებლები იყვნენ, რადგან ისინი არც „ტელელომბარდიას” წარმოადგენენ და არც ნეაპოლურ Canale 21-ს. ისინი საერთოეროვნულ ტელეკომპანიებს წარმოადგენენ და წესით, შეჯიბრების მონაწილე ყველა გუნდს თანაბრად უნდა ეპყრობოდნენ. მათ ეს ძალიან კარგად მოეხსენებათ, მაგრამ დადგენილი წესების მიუხედავად ზიზღს ვერ მალავენ. და ეს კარგად აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ხალხზე „ნაპოლის” წარმატებები. ბევრს სეზონის ბოლოს შეიძლება კარგი თერაპევტიც დასჭირდეს”.