„სქაი სპორტის” სტუდიაში „ტორინოსგან” 3:0 განადგურებულ „ნაპოლიზე” იმსჯელეს. „სქაი კალჩო კლუბის” წამყვანის ფაბიო კარესოს მიერ მიწვეულმა სტუმრებმა „აძურის” შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს. წარსულში ცნობილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ თქვა: „მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” უბრალოდ გუნდი აღარ არის. გადახედეთ მათ შენაძენებს, ან ვისთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. რატომღაც ეგონათ, რომ კიმის შეცვლა ადვილი იქნებოდა, არადა ლოსანოს შეცვლაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. [...]
ჭდე: ჯუზეპე ბერგომი
ბერგომი: მეც მოვსრიალდებოდი
„ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1988-89 წლების სკუდეტოსა და უეფას თასის სამგზის მფლობელმა ჯუზეპე ბერგომიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში „სკაი კალჩო კლუბ” ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ილაპარაკა. ხსენებული გოლი „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა „ატალანტას” გაუტანა. ბერგომიმ თქვა: „გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას” კარში შეაგდო, ერთ-ერთი ულამაზესი იყო მათ შორის, რაც ბოლო წლებში მინახავს. [...]
ბერგომის საყურადღებოდ: სასურველი სიკვდილი არასდროს მოდის
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” სერია A-ში თამაშს თამაშზე იგებს და გულშემატკივარს აღაფრთოვანებს, მაგრამ როგორც calcionapoli1926-ის წერილიდან ჩანს, იტალიაში „პარტენოპეელთა” წარმატება ბევრს, მათ შორის ყოფილ ვარსკვლავებსა და ექსპერტებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, აღიზიანებთ. თვალსაჩინოებისთვის ხსენებულ წერილს პირდაპირ ვთარგმნით: „ისტორიით დავიწყოთ: არსებობს გამოთქმა „დაქაჩე ფეხებზე”, რომელიც მინიონის როლიდან იღებს სათავეს. მინიონი ძველ დროში ჯალათის დამხმარე იყო. როდესაც ადამიანს ჩამოხრჩობა [...]


