„ვალენსიამ” ისევ წააგო. ამჯერად მას „ჟირონამ” აჯობა – 1:0. ვფიქრობთ, ის, რაც ერთ დროს გამორჩეულ კლუბში ხდება, ერთ აბზაცში ძალიან კარგად აღწერა superdeporte-მ და ჩვენ ამ აბზაცის თარგმანს გთავაზობთ:
„ვალენსია” თავჩახრილი განაგრძობს სიარულს. „ჟირონასთან” დამსახურებულმა დამარცხებამ მას ჯოჯოხეთთა შორის უარესში გაუხანგრძლივა თავისუფალი ვარდნა. „ჟირონამ” ვოროს გუნდს ცხრილში გადაასწრო. პიტერ ლიმის გაპარტახებული კლუბი აღარაფერზე არ რეაგირებს. მას ჰყავს შეზღუდული გუნდი, ყველა თამაში მაქსიმალურად დაძაბულია და გიორგი მამარდაშვილი დაუჯერებელი მოგერიებების წყალობით გუნდს დიდი ანგარიშით განადგურებებისგან იფარავს. ეს სეივები მისთვის ჩვეულებრივი რუტინა გახდა. კავანის დენთი ელევა. ის შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებს და მათ დასაგვირგვინებლად მეტოქის საჯარიმოში ჩასვლას ვეღარ ასწრებს”.
ვფიქრობთ ყველაფერი ნათქვამია: შეზღუდული გუნდი; მეკარე, რომლისთვისაც ვარსკვლავური თამაში აუცილებელ ყოველდღიურობად იქცა და დენთგამოცლილი ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელი.
ჩემპიონატის დასრულებამდე 18 ტურით ადრე „ვალენსია” გასავარდნ ზონას ერთი ქულით აღემატება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
