იერუსალიმის მასტერსზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი აქვს და ისიც უმაღლესი ხარისხის.
ოლიმპიური კომიტეტისგან საუკეთესო სპორტსმენად დასახელებულმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ.) ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე საეიდ მოლაეი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ოქროსკენ მიმავალ გზაზე ტატომ ჯერ უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ვისაც იტალიელი ანტონიო ესპოზიტო მიაყოლა, ნახევარფინალში კი, ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა.
დღესვე 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს: შავდათუაშვილი ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან დამარცხდა, ხოლო ტერაშვილი – მასპინძელ იდო ლევინთან.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
