„ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე გულშემატკივარი გამარჯვებებს შეაჩვია და ამიტომ სერია A-ს ჩემპიონატის განახლების წინ ამხანაგურ შეხვედრებში ცუდ შედეგებს ხალხი ვეღარ ეგუება. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გუშინდელი 1:4 „ლილთან”, საკუთარ კედლებში, რომელზეც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” ასე დაწერა:
„ორმა მცდელობამ სახეირო ვერაფერი დაამტკიცა, არადა „ვილიარეალთან” 2:3 მარცხის შემდეგ „ლილთან” 1:4-ის წაგება იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლიმ” სეზონის პირველი ნაწილის ბრწყინვალება სწრაფად უნდა აღიდგინოს, თორემ სერია A სადაც არის დაბრუნდება. გუნდს თვალის დახამხამებაში პრინციპული მატჩები ელის კონკურენტებთან, „ინტერთან” და „იუვენტუსთან”, რომელთა შორის გენუაში „სამპდორიასთან” შეხვედრა უწევს.
ფრანგულმა გუნდმა ხაზი გაუსვა „აძურის” მთავარ ნაკლს — გუნდი რგოლებს შორის გაწყვეტილია, რამაც წინა შეხვედრაში, ესპანელებთან, უკვე მოიტანა ცუდი შედეგი. ეს არის შობის წინა პერიოდის „ნაპოლის” უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები ხუთი ფეხბურთელი, აგრეთვე სათადარიგო მეკარე სირიგუ, დემე და რაჰმანი აკლია. მათ გარეშე გუნდი გამოსავალს ვერ პოულობს”.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ლილთან” 82 წუთი ითამაშა. „ნაპოლიმ”, კერძოდ ჯაკომო რასპადორიმ გოლი 90+2 წუთზე გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
