ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა.
34 წლის კატალონიელმა (ბუსკეტსი საბადელშია დაბადებული) „ფურია როხას“ მაისურა პირველად 2009 წლის აპრილში მოირგო და დღემდე 143 მატჩი (2 გოლი) ჩაატარა.
ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრების ორი დიდი გამარჯვების, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონობისა და ევრო 2012-ის ტრიუმფის თანამონაწილეა. ყატარის მუნდიალზე მან ოთხივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ჩვენები ესპანელებს 2023 წლის 8 სექტემბერს უმასპინძლებენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
