30 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს არც თუ კარგი დროება უდგას. ჩვენებური უკვე ჩელენჯერის ტურნირებშიც კი გამოჩნდა და ეს, შესაძლოა, წაადგეს კიდეც. ბასილაშვილმა პირველ მატჩში უკვე გაიმარჯვა, რაც ფსიქოლოგიურად გამოადგება.
ბასილაშვილმა რუანის ტურნირზე კვალიფიკაციიდან გამოსულ ფრანგ ანტუან ჰოანგს 7:6, 4:6, 6:2 სძლია. მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
არადა, თამაში ისე დაიწყო, ბოლო პერიოდის ბასილაშვილი გაგვახსენდა – ნიკა 2:5 ჩამორჩა (ერთ მომენტში მეტოქეს სეტ-პოინტიც ჰქონდა), მაგრამ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი ქართველმა 7:5 იმარჯვა.
მეორე სეტში პირიქით მოხდა – ჯერ ბასილაშვილი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ცუდად გააგრძელა და 4:6 დამარცხდა.
მე-3 სეტში ბასილაშვილის უპირატესობა აშკარა იყო – 6:2.
მომდევნო წრეში ბასილაშვილის მეტოქე ისევ კვალიფიკაციის გამარჯვებული, ასევე ფრანგი, მატიას ბურჟეა იქნება, რომელიც მსოფლიოს 361-ე ჩოგანია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
