Why is Antoine Griezmann playing less than half an hour per game at  Atletico Madrid? | FourFourTwoფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. მადრიდულმა კლუბმა ის „ბარსელონასგან“ გამოისყიდა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ 31 წლის ფრანგის სანაცვლოდ 20+4 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გადავიდა 126 მილიონ ევროდ 2019 წლის ზაფხულში.

მიმდინარე სეზონში კი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მინდორზე მე-60 წუთიდან გადიოდა. საქმე ის არის, რომ კონტრაქტში მას ეწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც  გარკვეული წუთების მოგროვების შემთხვევაში, „ატლეტიკოს“ „ბარსელონასთვის“ არა 24, არამედ 40 მილიონი ევრო ექნებოდა გადასახდელი. ფრანგის სათადარიგოდ მოტოვებამ კი სიმეონეს კლუბს 16 მილიონი დააზოგინა.

წილი
წინა სტატიაკრიშტიანუ ბექემთან?
შემდეგი სტატიაუმედლო დღე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...