
ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში დაწყებულა და გონება სხვაზე გადართულა.
ალბათ, ყველგან სხვადასხვანაირადაა. ვესტ ბრომვიჩიდან კი სამწუხარო ცნობა მოედო ქვეყანას — რიჩარდ იდისი, ორმოცს გადაცილებული კაცი, ორი შვილის მამა, ადამიანი, რომელიც 14 წლის განმავლობაში ასრულებდა კლუბის თილისმის როლს, “ბოქსინგ დეიზე”, “ევერტონთან” მატჩის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. იდისი “ვესტ ბრომვიჩის” გულშემატკივართა კლუბის, “ბოინგ F.C.”-ს თავმჯდომარე იყო.
“სანი” იუწყება, რომ რიჩარდ იდისის გარდაცვალებამ ვესტ ბრომვიჩში დიდი მწუხარება გამოიწვია. გუნდის ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა, კლუბის თანამშრომლებმა თუ უბრალო გულშემატკივრებმა სოციალური ქსელები სამძიმრის ტექსტებით გაავსეს.
“ვესტ ბრომვიჩის” და “ევერტონის” შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
