თუ არგენტინელი პაულო დიბალას ძმას მარიანო დიბალას დაეჯერება, სატრანსფერო ბაზარზე დიდი ვაჭრობაა მოსალოდნელი. ცხელ-ცხელი ჭორი ასეთია: ნეიმარი “პარი სენ ჟერმენიდან” “რეალში” გადავა, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში მის ადგილს დიბალა დაიკავებს. მოგეხსენებათ, პოლონური წარმოშობის არგენტინელი ჯერჯერობით “იუვენტუსში” თამაშობს.
ეს ამბავი იტალიურმა “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაული გაზეთის ინფორმაციით, მარიანო დიბალა პარიზში იყო, სადაც ლიგა 1-ის ლიდერთა შეფებს დაელაპარაკა. საფრანგეთიდან დაბრუნებულ მარიანოს ფეხბურთელი ძმისთვის კატეგორიულად უთქვამს: “ნეიმარი “რეალში” გადადის, შენ კი ის პარიზში უნდა შეცვალო”.
მარიანო დიბალას “ტურიზმი” “იუვენტუსს” თურმე ძალიან აღიზიანებს. “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დიბალას ძმა ქერის ორმოში ჩახტომას ცდილობს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
