ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მცირე სენსაციასთან ახლოს იყო. დეიან სტანოევიჩის გუნდი ჩერნოგორიას ეთამაშა და 9:10 დამარცხდა.
მეტოქე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდურადაც იგებდა 4:1.
მეორე მეოთხედში ყველაფერი საჩვენოდ იყო – მეკარე, ძელი, ღმერთი და ანგარიშიც გათანაბრდა – 4:4.
საქართველოს ნაკრების მეკარე ნიკოლოზ შუბლაძემ ყველაფერი მოიგერია, მაგრამ შეტევაში ჩვენებმა იმდენადაც ვერ ივარგეს, რამდენადაც დაცვაში. შესვენების შემდეგ ისევ ავურიეთ და კვლავ სამი ბურთით ჩამოვრჩით, მაგრამ ისევ მოვახერხეთ და ანგარიში გავათანაბრეთ – 8:8.
ბოლო წუთებში მეტოქისთვის ქულის გამოგლეჯაც შეგვეძლო, ბოლო შეტევა ჩვენი იყო, მაგრამ მიზანს ვერც ამჯერად ვუწიეთ და…
საქართველოს ნაკრები შემდეგი ეტაპზე გასულია, იმედი გვქონდა, რომ შედარებით უკეთესი მეტოქე გვერგებოდა, თუმც ასე აღარ მოხდა და ფლეი ოფშიც, ალბათ, რომელიმე გრანდს გადავეყრებით.