შაბათს, 23 დეკემბერს, “ელ კლასიკოა” — “რეალი” “ბარსელონას” მასპინძლობს და ესპანური პრესა მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ლეო მესი სჯობია თუ კრიშტიანუ რონალდუ? — ასეთი კითხვით მიმართა მადრიდულმა “მარკამ” მადრიდის “ატლეტიკოს” 33 წლის თავდამსხმელს, ფერნანდო ტორესს. ტორესმა ასე უპასუხა:
“ის, რასაც კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესის ეპოქაში მიაღწია, მის დონეზე ნათლად მეტყველებს. რონალდუ რომ არ ყოფილიყო, მესი ორჯერ უფრო დიდ შედეგებს აჩვენებდა. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მესია, თუმცა ისინი ძალიან განსხვავებული მოთამაშეები არიან”.
საგულისხმოა, რომ “ელ კლასიკომდე” სამი დღით ადრე რონალდუ კვლავ გუნდისგან ცალკე ვარჯიშობს. მეტიც, პორტუგალიელი ინდივიდუალურ ვარჯიშებსაც კი არ ასრულებს სრული დატვირთვით.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
