Henrikh Mkhitaryan Has Decided To Leave AS Roma & Join Inter, Italian Media  Reportსომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. მილანურ კლუბთან ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს გაგრძელების პერსპექტივით. გარიგება ჯერ წერტილდაუსმელია, თუმც ბევრიც არაფერი უკლია – სამედიცინო შემოწმება და ხელმოწერა-წარდგენა.

ჰენრიხ მხითარიანი საუკეთესო სომეხი ფეხბურთლია, რომელმაც კარიერა შინ, „პიუნიკში“ დაიწყო, იყო უკრაინულ „მეტალურგში“ და „შახტარში“, „დორტმუნდში“, მანჩესტერში“, „არსენალსა“ და 2019 წლიდან „რომაში“…

რომაელებს მხითარიანის შენარჩუნება ძალიანაც კი სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთლმა უფრო მოიწადინა და აგერ, ბედი „ინტერს“ დაუკავშირა. თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში, რაც რომში ყოფნის პერიოდში ვერ მოარხერხა.