შაკირას შფოთიანი დღეები

Home აქეთურ-იქითური შაკირას შფოთიანი დღეები
შაკირას შფოთიანი დღეები

ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა, თავის ოდინდელ პარტნიორს, „ბარსელონას“ მცველ ჟერერ პიკეს დაშორდა. მომღერალმა ის ღალატში ამხილა. და არ გაინტერესებთ ვისთან უღალატა პიკემ? თანაგუნდელ გავის დედასთან!

45 წლის შაკირა და 35 წლის პიკე ერთად 11 წელიწადს ცხოვრობდნენ და ორი შვილი ჰყავთ.

Shakira also announced her split from long-term boyfriend Gerard Pique

თითქოს ეს არ ეყოფოდაო, შაკირას მოხუცი მამა ცუდად დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მეგობრებო ბევრ შეტყობინებას ვიღებ იმასთან დაკავშირებით, რომ ბარსელონაში სასწრაფო დახმარების მანქანაში დამინახეს. მინდა გითხრათ, მამაჩემი ცუდად დაეცა და მას ვახლდი სასწრაფოში. ახლა ის საავადმყოფოშია და აღდგენით პროცედურებს გადის. მადლობა ყველას სიყვარულისა და თანადგომისთვის,“ – წერს შაკირა სოციალურ ქსელში.

შეშფოთებული გზავნილების მთავარი თემა კი მომღერლის ბოლოდროინდელი ოჯახური დრამა ყოფილა. ბევრს ჰგონებია, შაკირა პიკესან განშორებას განიცდის, ცუდად გახდა და სასწრაფოში ამიტომ იჯდაო.

Shakira took her father to hospital following his fall

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.