„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ.
უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით ტაქტიკურ და ტექნიკურ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ გაიმარჯვა გარეთ ბეილის ერთმა დარტყმამ, რომელიც 34-ე წუთზე უიღბლო ანდრეი იარმოლენკომ თავით თავის კარში შეაგდო.
მეორე ტაიმში უელსელებს კიდევ ჰქონდათ სამი მომენტი, მაგრამ მათი მეკარე უეინ ჰენესი და მცველები მეტად გადარჩნენ. VAR-მა პენალტიც კი აარიდა.
ყატარში უელსელები ითამაშებენ ჯგუფში, რომელშიც მათ გარდა იქნებიან ინგლისი, აშშ და ირანი. ცნობისთვის: მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი ბრიტანეთის ორი ნაკრები ერთმანეთს არასდროს შეხვედრია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
