ყატარი 22-ის მეორე დღის ბოლო შეხვედრაში აშშ უელსთან ლიბერიის პრეზიდენტისა და „ფრანს ფუტბოლის” 1995 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატის ჯორჯ ვეას ვაჟის, 22 წლის ტიმოთი ვეას გოლით დაწინაურდა, მაგრამ 82-ე წუთზე გარეთ ბეილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაქვითა და… უელსელთა მცველი ნეკო უილიამსი ატირდა. უილიამსის მოჭარბებული ემოციურობის მიზეზი თამაშის წინა დღეს პაპის გარდაცვალება ყოფილა. როდესაც საფინალო...
ჭდე: უელსის ნაკრები
უელსმა უკრაინა დაამარცხა
„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ. უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით...
ბეილი უკრაინელებს ბოდიშს არ მოუხდის
დღეს უნდა გადაწყდეს ვინ გაემგზავრება ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, უელსი თუ უკრაინა. ამასთან დაკავშირებით გარეთ ბეილი ალალად აცხადებს, რომ ის ყველა ღონე იხმარს რათა მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და უკრაინელთა ოცნების დამსხვრევის შემთხვევაში ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ამბობს, რომ ომს კარდიფში დანიშნულ თამაშზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემს. ბოდიშის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გამარჯვების...
ბეილი გაიქცა
უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ევრო 2020-ის მერვედფინალში დანიასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, BBC-ს მიკროფონებს ისე გაექცა, ჟურნალისტს კითხვაც არ დაამთავრებინა. კითხვა კი ასეთი იყო: იყო თუ არა ეს შეხვედრა მისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა: „ვიცი, რომ გუშინ გკითხეს, დანიასთან მატჩი უელსის ნაკრების შემადგენლობაში თქვენთვის ბოლო იქნებოდა თუ არა. თქვენ უპასუხეთ, რომ კიდევ...



