„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის ჩემპიონობის იმედს იტოვებს.რა უნდა მოხდეს საამისოდ? თავად უნდა მოიგონ „სამპდორიასთან“ და „მილანმა“ უნდა წააგოს „სასუოლოსთან“…
ინძაგი იხსენებს იმ პერიოდს, როცა თავად თამაშობდა. 2002 წელს ინძაგი „ლაციოში“ იყო და ბოლო ტურში „ინტერი“ გაამწარა – 4:2.
ერთი გოლი სწორედ მან გაუტანა და ჩემპიონობა წაართვა. სკუდეტო მაშინ „იუვენტუსმა“ მოიგო. ეს დრამა იყო.
და ახლა როლები იცვლება. სიმონე ინძგიმ მაშინ გაამწარა „ინტერი“, ახლა კი სურს, რომ მისი „ინტერი“ „სასუოლომ“ გადაარჩინოს.
მოხდება კიდევ ერთი მინი-სასწაული?
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
