ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველია, ინგლისელი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა – ძირითადში არა, მაგრამ ესეც საქმე იყო ამ ასაკის ბიჭისთვის.
ბელინგემი ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველია, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. თუმცა ახლა მის სხვა თვისებებზე ვიტყვით.
18 წლის ჯუდი 10-12 წლით უფროს პარტნიორებს ისე უყვირის, იფიქრებ, თავისი გაზრდილები არიანო. ამბობენ, გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია, მის სიტყვას დიდი წონა აქვსო…
მაგალითად, ამასწინათ „გლაზგო რეინჯერსთან“ თამაშისას დააფიქსირეს, როგორ უყვირა ბელინგემმა 28 წლის მარცხენა მცველ ნიკო შულცს.
„უბრალო მოკლე პასის გაკეთებაც არ შეგიძლია. შენ … ხარ, ნეხვივით ხარ! სულ ერთი და იგივე!“
მანამდე ასევე უყვირა თომას მენიესა და აქსელ ვიტსელსაც…
მათს ჰუმელსსა და მარკო როისს, ალბათ, ვერ გაუბედავს, მაგრამ ისე კი ყოჩივითაა მოედანზე. აი, როგორ ახსნა ეს „დორტმუნდის“ მწვრთნელმა მარკო როზემ:
„შიდა სამზარეულოში პრობლემა არაა. ჯუდი ემოციურია და მისი ეს ლიდერული თვისებები ძალიან კარგია, მაქსიმუმი სურს. ის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და იგივეს ითხოვს თანაგუნდელებისგან. ჯუდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
