„დორტმუნდმა“ მარკო როზე გაათავისუფლა. „გლადბახიდან“ მისულმა მწვრთნელმა მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა ვესტფალიის კლუბში. ბუნდესლიგაში გასაგებია, მეორე ადგილზე გავიდა; ევროტურნირებზე ჩააგდო თამაშები, „სპორტინგმა“ ჩატოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და ევროპა ლიგაზე გადასული „გლაზგო რეინჯერსთან“ გავარდა. ვერც გერმანიის თასზე იბრძოლა… როზეთი უკმაყოფილონი იყვნენ ხელმძღვანელობაში, მათ შორის, სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი. ვინ იქნება ახალი მწვრთნელი? ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი....
Tag: მარკო როზე
ჰოლანდი ჯერ ლანდია. რატომ?
„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბოლო პერიოდში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის. 5 მატჩი გოლის გარეშე – ასეთი რამ გერმანიაში არ მოსვლია, თუმცა ისიცაა, რომ ამ 5 შეხვედრაში ყოველთვის სრული 90 წუთი ვერ ითამაშა. ნორვეგიელს ტრავმა ჰქონდა და წვრილ-წვრილმა დაზიანებებმა ბოლო ექვს თვეში ძალიან შეაწუხა. სპეციალისტების ნაწილი ნაკლებშედეგიანობას სატრანსფერო ამბებსაც უკავშირებს: ჰოლანდი ჩემოდანზე ზის და ისეთი...
ჰეი, ჯუდ!
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველია, ინგლისელი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა – ძირითადში არა, მაგრამ ესეც საქმე იყო ამ ასაკის ბიჭისთვის. ბელინგემი ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველია, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. თუმცა ახლა მის სხვა თვისებებზე ვიტყვით. 18 წლის ჯუდი 10-12 წლით უფროს პარტნიორებს ისე უყვირის, იფიქრებ, თავისი გაზრდილები არიანო. ამბობენ, გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია, მის...
რა ღირს ედინ ტერზიჩი?
„დორტმუნდის” აღმასრულებელი შეფი ჰანს-იოაჰიმ ვაცკე შეგუებულია იმ აზრს, რომ 38 წლის მწვრთნელი ედინ ტერზიჩი, რომელსაც კლუბთან 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი, სეზონის ბოლოს შეიძლება წავიდეს. ტერზიჩის ხელმძღვანელობით „შავ-ყვითლებმა” წლეულს გერმანიის თასი მოიგეს. WAZ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაცკემ თქვა: „მართალია, ჩვენ არ გვინდა ასე რომ მოხდეს, მაგრამ თუკი ედინი გვეტყვის, რომ მას სადმე უკეთეს პირობებს სთავაზობენ და გადასვლა...



