32 წლის თომას მიულერი ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაშია. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მიულერმა 20 მატჩში 6 გოლი შეაგდო, ხოლო 16-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
„საგოლე პასებით ბოლო სამი წლის სტატისტიკით მესიზე წინ ვარ. თუმცა, ჩემი და მესის შედარებას აზრი არ აქვს“, — ამბობს მიულერი.
ვერაფერს იტყვის კაცი — თომასი მართალია. მესიმ პსჟ-ის მაისურით ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო სამ სეზონში ასისტების რაოდენობით კი, მესი მიულერს მნიშვნელოვნად ჩამორჩება — გერმანელის მაჩვენებელი ყველა საკლუბო ტურნირში 61 საგოლე პასია, არგენტინელის — 42.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
