რატომ ობა?

რატომ ობა?
Barca Galaxy 在Twitter 上:"What you think about Aubameyang in Barca shirt ? via @fuckules https://t.co/EtWxyE1B5y" / Twitterკითხვები, პროცედურები, მეილზე გადაგზავნა-გამოგზავნები…
დასრულდა: „ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გადაიბირა. მოხდა ისე, რომ ობამეიანგსა და ლონდონის „არსენალს“ შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და დანარჩენი „ბარსასთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო.
კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა, გასაშვები თანხა კი 100 მილიონი ევროა. ობამეიანგის ისტორია ბევრმა კი იცის, მაგრამ მოკლედ მაინც ვთქვათ: „არსენალის“ კაპიტანი იყო. დისციპლინარული დარღვევები ჰქონდა და მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სამკლავური ჩამოართვა. ეს მოხდა თვენახევრის წინ. იქიდან მოყოლებული კი, ობამეიანგი ღიად აცხადებდა, რომ ლონდონში ყოფნა აღარ სურდა.
ეს კარგი, მაგრამ რამდენად გამოიყენებს ჩავი ობამეიანგს? გაბონელის კოზირი რომ სისწრაფეა, ყველამ ვიცით. ფართო „კამპ ნოუზე“ ეს მისწრება უნდა იყოს და ვნახოთ, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს.
ობამეიანგი პირველი გაბონელია, რომელიც „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა. მამამისიც თამაშობდა და სხვათა შორის, გია გურულის თანაგუნდელი იყო ფრანგულ „ლე ავრში“.
პიერ-ემერიკ ობამეიანგიც საფრანგეთში დაიბადა…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ